ბელგიის ქალაქ ბრიუგეში ნაძვნარი გაჩნდა, სადაც მოქალაქეებს საშობაო სურვილების დატოვება შეუძლიათ. თუმცა ამ სურვილებს თოვლის ბაბუის ნაცვლად მერია აასრულებს. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
ბრიუგეს მცხოვრებლებს 2024 წლის 7 იანვრამდე შეუძლიათ, 30 ნაძვის ხიდან ერთ-ერთის ტოტზე თავიანთი სურვილები დატოვონ. შემდეგ მერია ყველა შეტყობინებას წაიკითხავს და გადაწყვეტს, თუ რომელი მათგანი არის ქალაქისთვის ყველაზე სასარგებლო და რეალიზებადი.
ბრიუგეში სურვილების ნაძვის ტყე მესამე წელია, ჩნდება. ამ წლის სიახლე ისაა, რომ ნაძვის ხეებზე QR-კოდის მქონე საშობაო ბურთები გაჩნდა, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, თავიანთი სურვილები ინტერნეტში განათავსონ და მათი პროეცირება ტყის შუაგულში არსებულ ეკრანზე მოახდინონ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ