2023 წლის ბოლოს ორგანული ბოსტნეულის მოყვანის ბაზარი გაფართოვდა და 8,69 მილიარდი დოლარი შეადგინა. მომავალ წელს კი ამ რიცხვის 9,12 მილიარდამდე გაზრდას მოელიან. ამის შესახებ აგროპორტალი Research and Markets ანალიტიკურ ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
ექსპერტები ზრდას ისეთ ფაქტორებს მიაწერენ, როგორიცაა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ, შეშფოთება გარემოზე, ორგანული სერთიფიკატის დანერგვა და საცალო ვაჭრობის მხარდაჭერა ორგანული ბოსტნეულის მოყვანის ხელშეწყობისთვის.
ამასთან, ექსპერტების აზრით, 2028 წლისთვის ორგანული ბოსტნეულის მოყვანის მსოფლიო ბაზარი ყოველწლიურად საშუალოდ 5,1%-ით გაიზრდება და 11,11 მილიარდ დოლარს მიაღწევს.