34 წლის წინ გამოშვებული თამაში „ტეტრისი“, არსებობის ისტორიაში პირველად 13 წლის მოზარდმა "დახურა"

ოკლაჰომელი მოზარდი, უილის გიბსონი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც შეძლო, რომ Nintendo-ს კლასიკური ვიდეო თამაში Tetris-ი, მისი გამოშვებიდან 34 წლის შემდეგ „დაეხურა“.

ამერიკელმა თინეიჯერმა თავის YouTube არხზე ვიდეო იმ მომენტიდან გამოაქვეყნა, როდესაც მან თამაშის 157-ე ტურს მიაღწია, რამაც თამაშის ავტომატური “Crash”-ი, ანუ გათიშვა გამოიწვია.

13 წლის მოზარდის თქმით, მას ამის გასაკეთებლად სულ რაღაც 38 წუთი დაჭირდა, მაგრამ ბოლოს ის თითებსაც კი ვეღარ გრძნობდა.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, მოთამაშეებს სჯეროდათ, რომ თამაშის მხოლოდ 29-ე ეტაპამდე მისვლა იყო შესაძლებელი.

პოპულარული ვიდეო თამაში, სადაც მოთამაშეები ბლოკებს სრულყოფილ, ჰორიზონტალურ ხაზებად, მზარდი სიჩქარით აწყობენ, თავდაპირველად 1984 წელს, საბჭოთა ინჟინერმა, ალექსეი პაჯიტნოვმა შექმნა, მაგრამ მან პოპულარობა მისი დებიუტის შემდეგ მოიპოვა, რომელიც 1989 წელს, Nintendo Entertainment System-ისა და Nintendo’s Game Boy-ს კონსოლზე შედგა.

2010 წელს პროფესიონალმა „გეიმერმა“, თორ აკერლუნდმა მოახერხა, რომ თამაშის 30-ე დონისთვის, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით მიეღწია, რომელსაც „ჰიპერტაპი“ ეწოდება. ამ ტექნიკის მიხედვით, მოთამაშე თითებს ისე ამოძრავებდა, რომ კონტროლერს თამაშის მიმდინარეობაზე სწრაფად ემოძრავა. ამის შემდეგ, თამაშის გარშემო, მრავალი ტექნიკა გავრცელდა, მაგრამ ბოლო წლებში, 13 წლის ამერიკელ ბიჭამდე, თამაშის დახურვა მხოლოდ ხელოვნურმა ინტელექტმა შეძლო.

„როდესაც ამ თამაშის თამაში დავიწყე, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ოდესმე მას დავხურავდი, ან დავამარცხებდი“, - წერს ოკლაჰომელი მოზარდი თავის YouTube არხზე. თამაშის დამარცხების გარდა, მან ასევე მოხსნა სამი სხვადასხვა ტეტრისთან დაკავშირებული მსოფლიო რეკორდი.

ბაჩანა ტყემალაძე