როგორი იქნება ამფითეატრი, რომლის მშენებლობაც ორთაჭალაში იგეგმება?

თბილისში ამფითეატრის მშენებლობა იგეგმება. აღნიშნულთან დაკავშირებით შესყიდვა უკვე გამოცხადებულია. კერძოდ, შესყიდვა გასული წლის მიწურულს შპს „სპორტმშენსერვისმა“ გამოაცხადა, რომლის 100%-იანი წილის მესაკუთრეც სახელმწიფოა.

ტენდერი თბილისში, გიორგი გურამიშვილის (ყოფილი გორგასლის) ქუჩა N10-ში მდებარე 1 სართულიანი შენობის რეაბილიტაციასა და მის მიმდებარედ ღია ამფითეატრის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვას გულისხმობს.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 20 იანვარს დაიწყება და 25 იანვარს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 1 784 580 ლარია.

ddd-1704699512.png

სატენდერო პირობების თანახმად, სამუშაოებისთვის ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 კალენდარული დღეა განსაზღვრული.

ამასთან, დოკუმენტაციის თანახმად, ყველა სახის შესრულებულ სამუშაოზე სწორი ექსპლუატაციის პირობებში საგარანტიო ვადა განისაზღვრება 3 (სამი) წლით, ამასთანავე ჩამოთვლილ სამუშაოებზე დამატებით განსაზღვრულია შემდეგი საგარანტიო ვადები:

  • ძირითადი კონსტრუქციული სისტემა – 20 წელი;
  • სახურავი - 8 წელი;
  • დანადგარ-მოწყობილობებზე მწარმოებლის მიერ გაცემული საგარანტიო ვადა.

amfi-1704699540.png

ცნობისთვის, ორთაჭალაში ამფითეატრის მშენებლობის მიზნით, ტენდერი გასული წლის ნოემბერშიც იყო გამოცხადებული. შესყიდვაში მხოლოდ შპს მარდი მონაწილეობდა, თუმცა, როგორც დეკემბერში სატენდერო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ოქმიდან ირკვევა, „მარდის“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია გარკვეულ ხარვეზებს შეიცავდა, რის გამოც ტენდერი შეწყდა.

თაია არდოტელი