რა თანხა აქვს ანგარიშებზე ეროვნული ბანკის საბჭოს ახალ წევრს, ნანა ყეინიშვილს და რომელი კომპანიებია მის მფლობელობაში

ნანა ყეინიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრია, რომელმაც საკუთარი ქონებრივი დეკლარაცია ახლახანს შეავსო. დოკუმენტი მის 2022 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებსა და ქონებრივ მდგომარეობას ასახავს.

დეკლარაციის მიხედვით, ნანა ყეინიშვილი ოთხ უძრავ ქონებას ფლობს. მათგან ორი, თბილისში არსებული საცხოვრებელი ფართოა - 212 კვადრატული მეტრის ფართობის სახლი თბილისში, ცურტაველის ქუჩაზე, ხოლო 82 კვადრატული მეტრის ფართობის ბინა დიდ დიღომში. დანარჩენ ორ უძრავ ქონებასი კი შედის 1500 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი ბეთანიაში და ასევე 14 760 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეძისში.

საინტერესოა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრის საბანკო ანგარიშებიც. ყეინიშვილს, დოკუმენტის მიხედვით, ანგარიშები გახსნილი აქვს „თიბისიში“, „საქართველოს ბანკში“, „ბაზისბანკსა“ და „ქართუში“. ჩამოთვლილ ანგარიშებზე, საერთო ჯამში, 75 000 ლარი და 394 000 დოლარი ირიცხება. აქედან გამომდინარე, სებ-ის საბჭოს ახალი წევრის დეპოზიტებისა და ანგარიშების ჯამი, ერთ მილიონ ლარს აჭარბებს.

2022 წლის მონაცემებით, სებ-ის საბჭოს მილიონერმა წევრმა, კომპანია „ვიპ ფეიში“, საკუთარი წილის გასხვისების გზით, 115 000 ლარის შემოსავალი მიიღო. მან ასევე გაასხვისა ცურტაველის ქუჩაზე მდებარე უძღავი ქონების ფასის ¼ ,საიდანაც მან შემოსავლის სახით, 30 000 ლარი მიიღო.

ნანა ყეინიშვილის საკუთრებაში, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, შედის კერძო კომპანია „დანიელი 2022“-ის 100%-იანი წილი. იგი ასევე ფლობს „მწვანე ენერგიის ჯგუფისა“ და „სადმელი ჰესის“ 100%-იან წილებს, მაგრამ, 2022 წელს, აღნიშნული კომპანიებიდან, სებ-ისსაბჭოს ახალ წევრს, არანაირი შემოსავალი არ მიუღია. აღსანიშნავია მისი 30%-იანი წილი კომპანია „იუნაითედ ფაუერ ენერჯიში“ და აგრეთვე 1%-იანი წილი კომპანია „ნათმეტალში“. ყეინიშვილს, 2022 წელს, არც ბოლოს ჩამოთვლილი კომპანიებიდან არ მიუღია არანაირი შემოსავალი.

აღსანიშნავია, რომ ნანა ყანეიშვილნმა, რომელიც ეროვნული ბანკის საბჭოში პოსტს გასული წლის სექტემბრის შემდეგ იკავებს, „ვიპ ფეის“ 100%-იანი წილი, სებ-ში პოსტის დაკავების შემდეგ, სრულიად გაასხვისა.

ბაჩანა ტყემალაძე