ქართული ხარჩო  CNN-ის საუკეთესო წვნიანების რეიტინგში მოხვდა

CNN-მა მსოფლიოს 20 საუკეთესო წვნიანის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელთა შორის ქართული ხარჩოც მოხვდა.

„ტყემალი ამ ტრადიციულ ქართულ წვნიანს ანიჭებს მომჟავო, მოტკბო გემოს და ის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კერძია საქართველოში“ - წერს გამოცემა.

CNN-ის აღნიშნულ რეიტინგში ასევე მოხვდა: უკრაინული - ბორშჩი, ნიგერიული - ბანგა, პორტუგალიური - კაბო ვერდე, ესპანური - გაზპაჩო, დასავლეთ აფრიკის - მიწისთხილის წვნიანი, ამერიკული - გამბო, ასევე ტაილანდური, იაპონური, ინდონეზიური და თურქული წვნიანები.

ეკა დარჩიაშვილი