პორტალმა Tasteit.com 16 610 ქალაქის შესახებ 396 ათასი მომხმარებელი გამოკითხა და 100 საუკეთესო სამზარეულოს მქონე ქალაქი გამოავლინა. რეიტინგის მე-17 ადგილზე თბილისი გავიდა, რომლის გამორჩეულ კერძებს შორის ხინკალი, ხაჭაპური, ხარჩო, ბადრიჯანი და ხაში დასახელდა.
რეიტინგის ტოპ-10-ში შემდეგი ქალაქები მოხვდა:
- რომი (იტალია),
- ბოლონია (იტალია),
- ნეაპოლი (იტალია),
- ვენა (ავსტრია),
- ტოკიო (იაპონია),
- ოსაკა (იაპონია),
- ჰონგ-კონგი (ჩინეთი),
- ტურინი (იტალია),
- გაზიანტეპი (თურქეთი),
- ბანდუნგი (ინდონეზია).