კიმ ჩენ ინი: 5 ყველაზე დიდი იდუმალებით მოცული ამბავი ჩრდილოეთ კორეის უზენაესი ლიდერის შესახებ

ოფიციალური მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი 8 იანვარს 40 წლის გახდა. თუმცა, შესაძლოა, ეს ინფორმაცია სიმართლე არ იყოს, რადგან ქვეყნის მთავარი პირის დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია.

და ეს ერთადერთი დეტალი არ არის, რაც კიმ ჩენ ინთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

  • როდის დაიბადა კიმ ჩენ ინი?

„ზუსტად არავინ იცის, 1982, 1983 ან შესაძლოა, 1984 წელს“, - განაცხადა ოქსფორდის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა და ჩრდ. კორეის სპეციალისტმა, ედვარდ ჰაუელმა.

8 იანვარი - კიმ ჩენ ინის დაბადების დღეა, დიდი ალბათობით, თუმცა ამ დღეს ქვეყანაში არაფერი ხდება, ჩვეულებრივი სამუშაო დღეა. მაგრამ კიმის მამის დაბადების დღე - 16 თებერვალი, ჩრდილოეთ კორეაში ნამდვილი დღესასწაულია, ისევე, როგორც 15 აპრილს - კიმის ბაბუის.

რაც შეეხებათ მის ნათესავებს, კიმს ჰყავს ნახევარძმები, რომელთაგან ერთ-ერთი 2017 წელს მალაიზიაში მოკლეს.

  • ვინ არის კიმ ჩენ ინის ცოლი?

b42f6e40-ae2e-11ee-b4f2-5db09c62f717-1704975822.png

დიდი ალბათობით, რი სოლ ჩჟუმ და კიმმა 2009 წელს იქორწინეს, მაგრამ ეს საკითხი ასევე ბურუსით არის მოცული.

როგორც ცნობილია, ის ყოფილი მომღერალია და მომავალი მეუღლის ყურადღება სწორედ ერთ-ერთი გამოსვლის დროს მიიპყრო.

არსებობს ვარაუდი, რომ რი სოლ ჩჟუ ჩრდ კორეას 2005 წელს აზიის ჩემპიონატის ფარგლებში ესტუმრა, სადაც მსუბუქი ათლეტიკის გამოსვლაში მონაწილეობდა. თუმცა ეს ინფორმაციაც დაუზუსტებელი და ვარაუდებზეა დაყრდნობილი.

  • რამდენი შვილი ჰყავს კიმ ჩენ ინს?

skynews-kim-jong-un-kim-ju-ae-5979385-1704975887.jpg

კიმი საზოგადოებაში კიმ ჩჟუ ესთან ერთად ჩნდება ხოლმე, თუმცა მას კიდევ ჰყავს შვილები, რომელთა შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი.

სავარუდო ინფორმაციით, ორი შვილი კიმს 2010 და 2013 წლებში შეეძინა, თუმცა არც მათი სქესი და არც სხვა დეტალი ცნობილი არ არის.

არსებობს ვარაუდი, რომ სწორედ კიმ ჩჟუ ეს ამზადებს ის ჩრდ კორეის მომავალ მმართველად.

  • როგორ ცხოვრობს კიმ ჩენ ინი ფუფუნებაში, როდესაც ქვეყანაში უკიდურესი სიღატაკეა?

1838dde0-ae2f-11ee-b4f2-5db09c62f717-1704975783.png

ჩრდ კორეის ლიდერი ხშირად იყენებს ძვირად ღირებულ ტრანსპორტს გადაადგილებისთვის.

ქვეყანა მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობს გაეროს და დასავლეთის მკაცრი სანქციების ქვეშ, ფხენიანის მიერ ბირთვული იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების შემუშავების გამო.

ჰოუელის თქმით, კიმ ჩენ ინი ყველაფერს სანქციების გვერდის ავლით აკეთებს: „ქვეყანაში არის ფონდი, რომელიც სპეციალურად არის განკუთვნილი რეჟიმის გამოსაყენებლად. კიმს სურს შეინარჩუნოს ეს ფონდი, რადგან მას სურს, რომ მან და მისმა ოჯახმა მდიდრული ცხოვრების წესით სარგებლობა განაგრძოს" - განაცხადა ჰოუელმა.

„ხალხი ხშირად ფიქრობს, რომ ჩრდილოეთ კორეა იზოლირებული ქვეყანაა ინტერნეტის გარეშე. მაგრამ ჩრდილოეთ კორეას აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ინტერნეტი და კიბერ-ომი გახდა მნიშვნელოვანი სტრატეგია: კიმის რეჟიმი სხვა ქვეყნების კომპიუტერულ სისტემებს არღვევს, რათა მოიპაროს ფული მისი ეკონომიკისა და ბირთვული პროგრამის მხარდასაჭერად“, - ამტკიცებს დოქტორი.

  • ზრუნავს თუ არა კიმ ჩენ ინი თავის ხალხზე?

252967-1704975958.jpg

2020 წლის სამხედრო აღლუმის გამოსვლამ გვაჩვენა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის განსხვავებული მხარე.

მან მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებს პანდემიასთან და სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლაში გაწეული ძალისხმევისთვის. ქვეყნის სიძნელეებზე საუბრისას კი ცრემლები მოიწმინდა. ეს კიმ ჩენ ინის ემოციების იშვიათი ჩვენებაა.

ზოგიერთი დამკვირვებელი ვარაუდობს, რომ ის შესაძლოა, თავმდაბლობის გამოვლენას ცდილობს, რადგან ქვეყანა მზარდი ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას.

წყარო: BBC

ეკა დარჩიაშვილი