TESLA, AMAZON, APPLE - საპენსიო სააგენტოს აქციების ძირითადი ნაწილი აშშ-ია ინვესტირებული

საპენსიო სააგენტოს აქციების ძირითადი ნაწილი აშშ-ია ინვესტირებული. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

კერძოდ, სააგენტოს ცნობით, აქციების პორტფელის ძირითადი - 41.5% აშშ-ია ინვესტირებული, გაცვლითი სავაჭრო ფონდის SPY-ს საშუალებით, რომელიც აშშ-ს ტოპ-500 კომპანიას აერთიანებს, როგორებიცაა: APPLE, AMAZON, TESLA, GOOGLE, NVDIA და სხვა.

ამასთან, სააგენტოს ცნობით, აქციების პორტფელის 1.9% - კანადაში; 8.3% - ლათინურ ამერიკაში; 17.6% - ევროპაში; 18.5% - განვითარებულ აზიაში; 12.2 -განვითარებადი ბაზრების ქვეყნებში.

12-2024-1705310813.jpg

„2023 წელი გლობალური აქციების ბაზრებისთვის საკმაოდ კარგი აღმოჩნდა. დადებითი დინამიკა შენარჩუნდა დეკემბერშიც და ძირითადმა საფონდო ინდექსებმა დაბალი ერთნიშნა ზრდა დააფიქსირეს.

განსაკუთრებით კარგი აღმოჩნდა 2023 წელი ლათინური ამერიკის აქციებისთვის, რომლებიც 2023 წელს 25.1%-ით გაიზარდნენ. საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელში 8.3% ლათინური ამერიკის კომპანიებზე მოდის.

31 დეკემბრის მდგომარეობით, გლობალური აქციების წილი ჯამურ საპენსიო აქტივებში 19.2% იყო. საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელის 43.4% ჩრდილოეთ ამერიკაშია ინვესტირებული, 18.5% განვითარებული აზიის რეგიონში, ხოლო 17.6% ევროპაში,“- აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

თაია არდოტელი