თბილისის მერიამ წერეთლის რეაბილიტაციაზე მომუშავე 2 კომპანიას ხელშეკრულებები გაუწყვიტა. საქმე ეხება კომპანიებს - „მილენიუმ ბილდერს გრუპს“ (ორი ლოტი - ჯამში 21,564 მლნ ლარი) და "ერ ტე დეს" (ერთი ლოტი - 9,018 მლნ ლარი).
მერიის განცხადებით, არსებულმა კონტრაქტორებმა არ შეასრულეს დაკისრებული ვალდებულებები, რამაც პროცესის გაჭიანურება გამოიწვია. აქამდე გაცხადებული გეგმით რეაბილიტაცია 2024 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო.
რაც შეეხება თავად კომპანიებს, რეესტრის მიხედვით, შპს მილენიუმ ბილდერს გრუპი 2014 წელს დაფუძნდა, ამ დროისთვის კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი არის გიორგი ბუტიკაშვილი. შპს ერ ტე დე კი 2013 წელს დარეგისტრირდა, მისი მფლობელი და დირექტორი კი ლუხუმ ქართლოსიშვილია.