ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის, იგივე სახელმწიფო სანომრე ნიშნის ფასები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ლათინური სიმბოლოებისა და ციფრების კომბინირება სურს მანქანის მეპატრონეს. გთავაზობთ, თუ რა ღირს მანქანის სანომრე ნიშნები საქართველოში.
თუ გინდათ, რომ თქვენს სანომრე ნიშანზე ოთხივე სიმბოლო და სამივე ციფრი ერთნაირი იყოს (მაგალითად AA-111-AA, BB-222-BB და ა.შ.), სულ 1000 ლარის გადახდა მოგიწევთ. მსგავსი კატეგორიის ნომრების ფასები კი შემდეგნაირია:
თუ გსურთ, რომ სახელმწიფო ნომრის 4 ლათინური ასოდან 3 მათგანი, ხოლო 3 ციფრიდან სამივე, ან 2 მათგანი ერთნაირი იყოს, მოგიწევთ 800, 600, ან 400 ლარის გადახდა.
ანალოგიური ფასები მოქმედებს ოთხ ლათინურ სიმბოლოში არსებულ ორ წყვილზე.
როდესაც ლათინური წყვილისგან მხოლოდ ერთი წყვილი სურს მომხმარებელს, აქ ფასები შედარებით მცირდება და შემდეგნაირად ნაწილდება.
ყველაზე იაფი კატეგორია მოიცავს ისეთ სახელმწიფო სანომრე ნიშნებს, სადაც ოთხი ლათინური ასოდან, ოთხივე განსხვავებულია.
საბოლოოდ, თუ გსურთ, რომ თქვენი სახელმწიფო სანომრე ნიშანი შედგებოდეს ნებისმიერი ასოთა, ან ციფრთა კომბინაციისგან, მაგალითად - NIKA1, მოგიწევთ სულ რაღაც 10 000 ლარის გადახდა.