CNN-მა ქართულ ღვინის შესახებ ორი ვიდეორგოლი მოამზადა

ამერიკულმა ტელეკომპანია CNN-მა ქართულ ღვინის შესახებ ორი ვიდეორგოლი მოამზადა,- ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ერთწუთიან ვიდეო რგოლები, რომლებშიც საუბარია ქართული ღვინის მრავალფეროვნებაზე, ისტორიასა და კულტურაზე, CNN-ის ეთერში 15 იანვრიდან 28 იანვრამდე პერიოდში განთავსდება.

„ტელეკომპანიის მხრიდან ქართული ღვინით დაინტერესება ქართული ღვინის შესახებ მომზადებულმა ვიდეორგოლმა „ღვინის სამშობლო წარმოგიდგენთ“ განაპირობა, რომელიც CNN-ის ეთერში გასული წლის 26 ნოემბრიდან, ერთი თვის განმავლობაში იყო განთავსებული.

CNN-ის მხრიდან ქართული ღვინის ისტორიის და თანამედროვეობის მიმართ ინტერესის გამოხატვა უმნიშვნელოვანესია ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო-რგოლების ლინკები:

https://www.facebook.com/watch/?v=689667106364971

https://www.facebook.com/watch/?v=645004420972157