ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით, 2023 წელს კომერციული ბაღებიდან ფერმერებმა 2,500 ტონა კაკლის (ჩანდლერი) მოსავალი მიიღეს, ნუშის მოსავალმა კი 2,000 ტონა შეადგინა. ამასთან, კაკლის გამოსავლიანობა (ნიგოზი) 48% იყო, ხოლო ნუშის - 30%. ასოციაციამ ჯამში, 200-მდე ნუშის და კაკლის მწარმოებელი ფერმერი გამოკითხა.
ამასთან, წინა წელს ნუშის და კაკლის აგროინდუსტრიაში ჩართულმა 180-მა ფერმერმა საერთო ჯამში, კომერციული ბაღებიდან, დაახლოებით 1,300 ტონა ნუში და 2,000 ტონა კაკლის (ჩანდლერი) მოსავალი მიიღო.