ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
რა ღირს საწვავი საქართველოს სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურზე

საქართველოს ავტოგასამართ სადგურებზე საწვავი მცირედით გაიაფდა. კლება შეეხო თითქმის ყველა ტიპის საწვავს. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მონაცემებს, თუ რა ფასი დაგხვდებათ საქართველოში სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურზე:

  • ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე, „პრემიუმ ავანგარდი“ – 3.15 ლარი ღირს, „ევრო რეგულარი“ – 2.98 ლარი ღირს; „ევრო დიზელის“ ტიპის საწვავი - 3.30 ლარი ღირს, „ecto სუპერი-ს“ ტიპის საწვავის კი – 3.65 ლარია.
  • ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე „დიზელენერჯის“ ფასი – 3.30 ლარს შეადგენს; „ეკო დიზელის“ ტიპის საწვავის ფასი – 3.35 ლარია. „ეკოპრემიუმი“ და „ევრო რეგულარი“ დღეის მდგომარეობით, 3.22 და 3.09 ლარი ღირს; „ეკო სუპერის“ ფასმა კი 3.65 ლარი შეადგინა.
  • რომპეტროლის“ ავტოგასამართ სადგურებზე, დღეის მდგომარეობით, „efix ევროდიზელის“ ფასი – 3.45 ლარია; 1 ლიტრი „ევროდიზელი” – 3.38 ლარი ღირს; რაც შეეხება სხვა ტიპის საწვავს, „ევრო პრემიუმი“ – 3.27 ლარი; „ევრორეგულარის“ ტიპის საწვავი - 3.12 ლარია; ხოლო „სუპერის“ ტიპის საწვავი - 3.69 ლარი ღირს.
  • სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი – 3.27 ლარია; „რეგულარი“ – 3.13; სუპერი – 3.69; ევრო-დიზელი კი 3.43 ლარი ღირს. რაც შეეხება დიზელს, მისი ფასი 3.35 ლარია.
  • გალფის“ სადგურებზე, 1 ლიტრი „G-Force პრემიუმის“ ფასი 3.19 ლარია; „G-Force ევრო რეგულარი“ – 3.09 ლარი ღირს; 1 ლიტრი „ევრო რეგულარის“ ფასი – 2.99; ხოლო „G-Froce სუპერის“ ფასი 3.65 ლარია. რაც შეეხება ევროდიზელსა და G-Force ევრო დიზელს, მათი ფასი 3.39 და 3.29 ლარია.
  • პორტალის“ ავტოგასამართ სადგურებზე კი პრემიუმი - 2.99 ლარი ღირს; 1 ლიტრი „ევრო-რეგულარის“ ფასი - 2,89 ლარია; „ევრო დიზელი” – 3.54 ლარი ღირს; „effect დიზელი" – 3.45 ლარი, ხოლო დიზელის ფასი – 2.99 ლარია.
ეკა დარჩიაშვილი