140 000 დოლარად შეძენილი კომერციული ფართი და სახელმწიფოს მიერ ნაჩუქარი მიწის ნაკვეთი - რა ქონებას ფლობს მოსამართლე ევა გოცირიძე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ევა გოცირიძეს დეკლარაცია 2024 წლის 16 იანვარს აქვს განახლებული.

არსებული ინფორმაციით, მის საკუთრებაშია:

  • 2016 წელს, 8 000 ლარად შეძენილი უძრავი ქონება, რომელიც თბილისში, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარეობს და რომლის ფართიც 20 კვ.მ.-ს შეადგენს.
  • 2014 წელს თბილისში, სანზონაში 71,86 კვ. მ.-ის ფართის ბინა, რომელიც მან მემკვიდრეობით მიიღო. ასევე მემკვიდრეობით აქვს მიღებული 2011 წელს 3 338 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ამბროლაურის რაიონში, სოფელ ხოტევში.
  • 2021 წელს, 140 000 აშშ დოლარად მან შეიძინა კომერციული ფართი სოფელ დიღომში, ცამეტი ასურელი მამას ქუჩაზე.
  • 2016 წელს 450 223 ლარად შეიძინა ბინა ი. ჭავჭავაძის გამზირზე, 223,75 კვ.მ.
  • 2014 წელს, სახელმწიფოს მიერ 1995 წელს უზენაესი სასამართლოს თანამშრომლებისთვის საბოსტნე მიწის ნაკვეთების გამოყოფის ფარგლებში გარდაბნის სოფელ თელეთში 1300 კვ.მ. ფართობის მიწა მიიღო.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, „საქართველოს ბანკის“ პირად ანგარიშზე 463,76 ლარი აქვს, ამავე ბანკის ანაბარის მოცულობა კი 4747,19 ლარია.

„თიბისი ბანკის“ ანგარიშზე 4289,07 ლარი აქვს, ხოლო ამავე ბანკის ანაბარზე - 2,3 დოლარი.

მოსამართლეს ანაბარი აქვს Bank Postal-ზეც, სადაც თანხის მოცულობა 23 ევროს შეადგენს.

ეკა დარჩიაშვილი