საქართველოდან თხილის და კაკლის ადგილობრივი ექსპორტი 13,4%-ით შემცირდა, ქვეყანაში ამ პროდუქტის იმპორტი კი თითქმის 32%-ით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 85,710 მლნ დოლარის ღირებულების (18,029 ტონა) თხილი და სხვა კაკალი, წინა წელს კი 98,982 მლნ დოლარის ღირებულების (23,780 ტონა).
რაც შეეხება იმპორტს, გასულ წელს საქართველომ უცხოეთში 19,863 მლნ დოლარის ღირებულების (6,992 ტონა) თხილი და სხვა კაკალი იყიდა, 2022 წელს კი 15,065 მლნ დოლარის ღირებულების (4,825 ტონა).
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 5 ქვეყანას, სადაც საქართველომ 2023 წელს ყველაზე დიდი რაოდენობით თხილი /კაკალი იყიდა და გაყიდა.