2023 წელს თბილისში 41 061 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. ამის შესახებ მონაცემებს „ქოლიერის“ recov.ge-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მათი კვლევიდან ირკვევა, 2022 წელთან შედარებით ტრანზაქციები შემცირებულია, კერძოდ ახალაშენებული ბინების გაყიდვები წლიურად 4%-ით, ხოლო ძველი პროექტების 16%-ით შემცირდა.
რაც შეეხება უბნებს, გაყიდვების მხრივ ტოპ-3 უბანი დედაქალაქში - სამგორი, საბურთალო და დიდი დიღომი იყო. კერძოდ, გასულ, 2023 წელს სამგორის რაიონში 8 643 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, საბურთალოს რაიონში - 8 238, ხოლო დიდ დიღომში - 6 712 ტრანზაქცია განხორციელდა.
რაც შეეხება სხვა უბნებს, ჩამონათვალი ასეთია: