Microsoft, Google, Meta, Samsung - რომელ 28 საერთაშორისო კომპანიაშია, ინვესტირებული თქვენი საპენსიო დანაზოგები

„10 ათასამდე აქცია გვაქვს ნაყიდი - მსოფლიოში რაც კი მსხვილი კომპანიაა, თითქმის ყველა შედის ჩვენს საინვესტიციო პროტფელებში,“ - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

ამასთან, სააგენტოს ცნობით, საპენსიო სააგენტოს აქციების ძირითადი ნაწილი აშშ-ია ინვესტირებული. კერძოდ, აქციების პორტფელის ძირითადი - 41.5% აშშ-ია ინვესტირებული, 1.9% - კანადაში; 8.3% - ლათინურ ამერიკაში; 17.6% - ევროპაში; 18.5% - განვითარებულ აზიაში; 12.2 -განვითარებადი ბაზრების ქვეყნებში.

ამასთან, საპენსიო სააგენტომ გამოაქვეყნა იმ 28 ძირითადი საერთაშორისო კომპანიის ჩამონათვალი, რომელშიც საპენსიო სააგენტოს მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები აქვს განთავსებული.

სააგენტოს ცნობით, ამ კომპანიებს შორის არიან: Microsoft, Apple; Amazon; Google; Meta; Samsung; Tesla, Shell; Toyota; Nestle; Nvdia ა.შ.

sapensio-kompaniebi-1706340071.jpg

თაია არდოტელი