თბილისში, ორთაჭალაში იყიდება 3-სართულიანი კერძო სახლი, რომლის ღირებულებაც 6 მლნ აშშ დოლარია (16.05 მლნ ლარი).
როგორც ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეზოს საერთო ფართი - 773 კვადრატული მეტრი; სახლის საერთო ფართობი კი 430 კვადრატული მეტრია.
განცხადების თანახმად, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია სახლის ქირაობაც.
„სახლი არის 7-ოთახიანი და 5 საძინებელ ოთახს მოიცავს. თანამედროვე რემონტით, 4 ადგილიანი ავტოფარეხით, ლიფტით, აუზით, ულამაზესი ხედებით, საკუთარი ფეხბურთის მოედნით, საბილიარდოთი, ფიტნესით, უზარმაზარი ტერასებითა და ეზოებით,“- აღნიშნულია განცხადებაში.