გალტ & თაგარტმა თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების, 2023 წლის სრული შეჯამება წარადგინა, სადაც უბნების მიხედვით ნაჩვენებია, თუ სად ღირდა ყველაზე ძვირი ერთი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირაობა 2023 წლის დეკემბერში.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ანგარიშის მიხედვით, თბილისში, 2023 წელს, ერთი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირის ღირებულება, საშუალოდ 10.7 დოლარს შეადგენდა.
უბნების მიხედვით, ქირის საშუალო ფასი შემდეგნაირია:
- ვაკე - 15.9 დოლარი 1 კვადრატულ მეტრზე;
- მთაწმინდა - 14.8 დოლარი 1 კვადრატულ მეტრზე;
- საბურთალო - 12.4 დოლარი 1 კვადრატულ მეტრზე;
- კრწანისი - 12.0 დოლარი 1 კვადრატულ მეტრზე;
- ჩუღურეთი - 11.7 დოლარი 1 კვადრატულ მეტრზე;
- ისანი - 11.1 დოლარი 1 კვადრატულ მეტრზე;
- დიდუბე - 10.3 დოლარი 1 კვადრატულ მეტრზე;
- ნაძალადევი - 9.8 დოლარი 1 კვადრატულ მეტრზე;
- ვაშლიჯვარი - 9.8 დოლარი 1 კვადრატულ მეტრზე;
- გლდანი - 9.0 დოლარი 1 კვადრატულ მეტრზე;
- დიდი დიღომი - 9.9 დოლარი 1 კვადრატულ მეტრზე;
- სამგორი - 8.6 დოლარი 1 კვადრატულ მეტრზე.