სად აშენდება და როგორი შეიძლება იყოს თსუ-ს ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსი (+ფოტო)

თსუ პირველი და მეორე კორპუსების მიმდებარედ ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა იგეგმება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, კორპუსის პროექტირების კონკურსი უკვე დასრულდა. გამოცხადებულ კონკურსში რვა პრეტენდენტმა (ესენია: შპს „ეი-დი-ეს“; შპს „არქიკოლეგიუმი“; შპს „გრინსტუდიო“; შპს „ნს სტუდიო“; შპს „ვოლ“; შპს „ტასჰაბი“; შპს „ნიუ სითი დეველოფმენთ“; შპს „მორფ“) წარადგინა პროექტები, რომელთაგან გამარჯვებული 5 თებერვალს გამოვლინდება.

„კონკურსის შედეგად წარმოდგენილი 8 პროექტიდან არქიტექტორების, ხელოვნებათმცოდნეებისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისია შეარჩევს გამარჯვებულ პროექტს, რომელიც ფუნქციურად და ვიზუალურად დააკმაყოფილებს ახალი კორპუსის დანიშნულებას, არ შეცვლის თსუ-ის პირველი და მეორე კორპუსების ისტორიულად ჩამოყალიბებულ ლანდშაფტს. საპროექტო კონცეფციაში გათვალისწინებული უნდა იყოს ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კონტექსტი და მახასიათებლები “, - ნათქვამია ინფორმაციაში.

422909730-7304956579555510-563985633646335848-n-1706773991.jpg

423326720-7304956029555565-8201173849431952299-n-1706774007.jpg

423539818-7304956182888883-1010638313853312931-n-1706774044.jpg

423554506-7304956406222194-4977150463617206822-n-1706774064.jpg

424569481-7304955902888911-3147210037053773480-n-1706774084.jpg

424879751-7304956322888869-8268931250343169327-n-1706774099.jpg

424888714-7304956459555522-943902923963057874-n-1706774114.jpg

თაია არდოტელი