წელს სააქციო საზოგადება „გაზის სამხრეთ დერეფნის“ ( Southern Gas Corridor-SGC) ფულადი საჭიროებები შაჰდენიზის, სამხრეთ კავკასიის მილსადენის, ანუ ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის, ასევე, ტრანსანატოლიისა (TANAP) და ტრანსადრიატიკის (TAP) გაზსადენების პროექტებიდან მიღებული შემოსავლით სრულად დაიფარება.
ინფორმაციას Report საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, „SGC-ის დაფინანსება 2023 წლის ბოლოს ვალისა (6.4 მლრდ დოლარი) და სამთავრობო კაპიტალის (2.4 მლრდ დოლარის) კომბინაციას წარმოადგენდა. კომპანიას 2020-2023 წლებში რაიმე ახალი სესხი არ აუღია, მაშინ, როცა 2023 წლის ბოლოს მისი მთლიანი დავალიანების, დაახლოებით, 72%-ს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობფონდის სასარგებლოდ გამოშვებული ობლიგაციები წარმოადგენდა. დავალიანება, ასევე, შედგებოდა ევროობლიგაციებისგან, რასაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული ან უზრუნველყოფილი სესხები (28%) მოჰყვა.
SGC სპეციალური დანიშნულების კომპანიაა, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებულებით 2014 წელს შეიქმნა. კომპანიაში 51%-იანი წილით ეკონომიკის სამინისტრო, ხოლო 49%-ით აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია, SOCAR მონაწილეობს. დახურული სააქციო საზოგადოება, SGC შაჰდენიზის გაზკონდენსატის საბადოს განვითარების, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის გაფართოებისა და TANAP-TAP-ის პროექტების განხორციელების მიზნით სახელმწიფო ინტერესების კონსოლიდაციის, მართვისა და დაფინანსებისთვის შეიქმნა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ