2024 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, წლიური ინფლაციის დონემ კი 0.0 % შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, იანვარში, გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, გაიაფებულ პროდუქტებს შორისაა - წიწიბურა, კარტოფილი და ანტიბიოტიკები.
კერძოდ:
- წიწიბურა - 40,2%
- კარტოფილი - 36,8%
- ანტიბიოტიკები - 36,4%
- მზესუმზირის ზეთი - 25,6%
- ხახვი - 20%
- მარგარინი - 19,1%
- ნათურა - 18,3%
- კონდიციონერი - 18,2%
- მანანის ბურღული - 16,5%
- ელექტროჩაიდანი - 15,9%