საქართველოს უნივერსიტეტებში ბაკალავრიატი შესაძლოა, 3-წლიანი გახდეს. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.
უწყებაში დამატებით დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ საუბრობენ. თუმცა, როგორც ცნობილია, ინიციატივის შესახებ მსჯელობა უკვე გაიმართა როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებთან.
ამასთან, როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განუცხადეს, ისინი სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდებიან. აღსანიშნავია, ისიც რომ ზოგიერთ კერძო უნივერსიტეტს ზოგიერთ მიმართულებაზე უკვე აქვს 4-წლიანი საბაკალავრო პროგრამის ნაცვლად 3 წელი განსაზღვრული.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 23 იანვარს განათლების მინისტრის მონაწილეობით, კავკასიის უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა. სწორედ ამ შეხვედრაზე განიხილეს მხარეებმა სასწავლო პერიოდის 4-დან, 3 წლამდე შემცირება.