თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემებით, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაცია 6.7%-ით გაიზარდა.
ამავე მონაცემების მიხედვით, იანვარში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 65%-ს მიაღწია.
გარდა ამისა, დეკემბერთან შედარებით საკვებზე, სასმელზე, თამბაქოსა და ტრანსპორტირებაზე ფასები დაახლოებით 5%-დან 7%-მდე გაიზარდა. ფასების ზრდა დაფიქსირდა სასტუმროსა და კვების ობიექტების მომსახურებაზეც.
ცნობისთვის, თურქეთში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2022 წლის ნოემბერში და 84.39% შეადგინა.