„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან - 2012 წლიდან დღემდე, მთავრობის შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა.
სულ ბოლოს, რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა სამთავრობო გუნდის ცვლილების შესახებ, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ცვლილება არცერთხელ არ შეხებია თეა წულუკიანს, რომელიც უცვლელად, აგერ უკვე 11 წელია მთავრობის შემადგენლობაში მინისტრის პოზიციას იკავებს. 8 წელი იუსტიციის მინისტრის პოზიცია ეკავა, 2021 წლიდან კი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოზიციაზეა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს „ოცნების“ უცვლელი მინისტრი.
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დეკლარაცია 31 იანვარს განაახლა.
დოკუმენტის მიხედვით, მინისტრის სახელზე სოფელ დიღომში მდებარე მიწის ნაკვეთი ფიქსირდება, რომლის 1000 კვ.მ. მას 2005 წელს აჩუქეს, ხოლო 2013 წელს - 900 კვ.მ. 47 000 დოლარად შეიძინა. 2007 წელს, თეა წულუკიანს მესტიის რაიონში, სოფელ ლუჰაში 6 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი აჩუქეს.
ჩუქება ფიქსირდება მინისტრის მეუღლის სახელზეც - 2021 წელს თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მას 36,07 კვ. მ. ფართის ბინა აჩუქეს, ხოლო 2016 წელს, ახალქალაქის რაიონის სოფელ დილისკაში 50 009 კვ. მ. ფართობის მქონე წის ნაკვეთი შეიძინა, რაშიც 7 000 ლარი გადაიხადა. 2020 წელს. სამტრედიის რაიონის სოფელ ტოლებში 1 182 კვ.მ.მიწის ნაკვეთი აჩუქეს მინისტრის შვილსაც.
რაც შეეხება თეა წულუკიანის საბანკო ვალდებულებებს, მინისტრის საქართველოს ბანკის უნივერსალურ ანგარიშზე 55 ლარი ფიქსირდება, ამავე ბანკის საბავშვო ანაბარზე კი მას 25 309 ლარი უფიქსირდება. წულუკიანის მეუღლეს „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე 4 843 ლარი აქვს განთავსებული.
მინისტრის მეუღლე პროგრამების განვითარების დარგში კონსულტანტია სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში, სადაც 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებულმა შემოსავალმა (ხელზე აღებული თანხა) 44 154 ლარი შეადგინა. თავად თეა წულუკიანს, რომელიც საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში მინისტრის თანამდებობას იკავებს, ამავე პერიოდში ანაზღაურების სახით 72 600 ლარი აქვს აღებული.
რაც შეეხება მინისტრისა და მისი მეუღლის სხვა ხარჯებს, რომელიც ასევე დეკლარაციაში მოხვდა:
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დეკლარაცია 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.