დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, 7 თებერვალს კიდევ რამდენიმე რეისი გაუქმდა, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ. გაუქმდა შემდეგი რეისები:
მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლები:
- ბათუმი-თბილისი №801
- ზუგდიდი-თბილისი № 869
- თბილისი-ბათუმი № 804
- თბილისი-ფოთი 874.
საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლები:
- ზესტაფონი-ხაშური №6446
- ხაშური-ზესტაფონი №6418
- და ხვალ დილის ზესტაფონი-ხაშური №6417.