ქართულ სუპერმარკეტებში იყიდება როგორც იაფი, ასევე ძვირი პროდუქტები. ერთი და იგივე პროდუქტი შესაძლოა, იყოს ხელმისაწვდომ ფასში, ხოლო გარკვეული ინგრედიენტების დამატებით, მისი ღირებულება იზრდება.
მაგალითად, თუ ჩვეულებრივი წესით ამოყვანილი 1 კგ ყველი 20-25 ლარი ღირს, ყველი ღვინოში 53, ხოლო ყველი ორმაგი ნაღების - 105 ლარი ღირს.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ყველაზე ძვირად ღირებულ პროდუქტებს, რომლებიც ქართულ სუპერმარკეტებში იყიდება.
ხორცეული და თევზეული
- შებოლილი ბიო ორაგული - 500 გრ - 119.95 ლარი;
- ორაგულის ხიზილალა - 200 გრ - 74.50 ლარი;
- ხიზილალა ორაგულის გამორჩეული - 130 გრ - 48.95 ლარი;
- სამეფო კრევეტები - 1 კგ - 98.30 ლარი;
- ლორი ინდაურის მკერდის - 1 კგ - 60 ლარი;
- ხამონი სერანო - 1 კგ - 100.8 ლარი;
- სტეიკი შავი ანგუსის - 380 გრ - 107.95 ლარი.
უგლუტენო პროდუქცია
- ინდაურის სასენდვიჩე ლორი - 1 კგ 61 ლარი;
- გამოსაცხობი ღორის კანჭი - 650 გრ - 41.95 ლარი.
რძის პროდუქტები
- ყველი ორმაგი ნაღების - 3 კგ - 105 ლარი;
- ყველი ღვინოში - 53 ლარი;
- ყველი - 1კგ - 73.90 ლარი;
- ყველი გრანგუსტო - 1 კგ - 61.50 ლარი;
- დანიური ლურჯი ყველი - 1კგ - 53.90 ლარი.
ალკოჰოლური სასმელი
- ვისკი „ჯონ ჯეიმსონი“ - 96 ლარი;
- ვისკი „ჯეკ დენიელსი“ - 0.7ლ. - 105 ლარი.
ხილ-ბოსტნეული
- სატაცური - 450 გრ - 35.90 ლარი;
- მანგოსტანი - 200 გრ - 18 ლარი;
- დრაკონის კვეცხი - 1 კგ 75 ლარი.
სხვა
- ბომბონერი „შესანიშნავი ასორტი“ – 169.95 ლარი;
- კანაფის ზეთი - 350 მლ - 69.95 ლარი;
- გოგრის კურკის ზეთი - 350 მლ - 47 ლარი;
- ბიო თაფლი - 500გრ - 72.95 ლარი.