2023 წლის მონაცემებით, საქართველოში უცხოელი სტუდენტების რიცხვი, 35 000-მდე გაიზარდა. შესაბამისად, „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა უჯდებათ საქართველოში ჩამოსულ უცხოელ სტუდენტებს, ყველაზე პოპულარულ უნივერსიტეტებში განათლების, კერძოდ კი, ბაკალავრის ხარისხის მიღება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი:
- ბიზნეს ადმინისტრირება - 4-წლიანი სწავლება - ერთი წლის საფასური 3200 დოლარი;
- კომპიუტერული ინჟინერია - 4-წლიანი სწავლება - ერთი წლის საფასური 3700 დოლარი;
- კომპიუტერული მეცნიერებები - 4-წლიანი სწავლება - ერთი წლის საფასური 3700 დოლარი;
- სამოქალაქო ინჟინერია - 4-წლიანი სწავლება - ერთი წლის საფასური 3700 დოლარი;
- ელექტრო ინჟინერია - 4-წლიანი სწავლება - ერთი წლის საფასური 3700 დოლარი.
საქართველოს უნივერსიტეტი:
- ბიზნეს ადმინისტრირება - ერთი წლის საფასური 4000 დოლარი;
- ინჟინერია (კომპიუტერული მეცნიერებები) - ერთი წლის საფასური 4000 დოლარი;
- საინფორმაციო ტექნოლოგიები - ერთი წლის საფასური 4000 დოლარი;
- საექთნო - ერთი წლის საფასური 3500 დოლარი;
- ფარმაცეტოლოგია - ერთი წლის საფასური 4500 დოლარი;
- ინგლისური ფილოლოგია - ერთი წლის საფასური 3000 დოლარი.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი:
- აშშ სამედიცინო დოქტორის პროგრამა - სწავლის საფასური საერთაშორისო სტუდენტებისთვის 13 500 დოლარი წელიწადში;
- სამედიცინო დოქტორის პროგრამა საერთაშორისო სტუდენტებისთვის - 4000 დოლარი წელიწადში;
- სტომატოლოგიური მედიცინის პროგრამა - სწავლის საფასური საერთაშორისო სტუდენტებისთვის - 4000 დოლარი წელიწადში.
- ფარმაციის ფაკულტეტი - 3500 დოლარი წელიწადში;
- ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი - 3000 დოლარი წელიწადში;
- საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი - 4000 დოლარი წელიწადში.
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი:
- ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია - 4500 დოლარი წელიწადში;
- ბიზნესი და საინფორმაციო ტექნოლოგიები - 4500 დოლარი წელიწადში;
- პოლიტიკური მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობები - 4500 დოლარი წელიწადში;
- სტომატოლოგიური მედიცინის პროგრამა - 7000 დოლარი წელიწადში;
- მედიცინის დოქტორის პროგრამა - 7000 დოლარი წელიწადში.