საავიაციო ბაზარზე ახალი ქართული ავიაკომპანია შემოდის. Air Iveria ოპერირებას 2025 წლიდან დაიწყებს - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის დირექტორმა, თენგიზ ტყეშელაშვილმა განუცხადა.
როგორც ტყეშელაშვილმა აღნიშნა, პირდაპირი ფრენების დაწყება იგეგმება ლონდონის, პარიზის, ბრიუსელის, ოსლოს, ბერლინისა და სხვა მიმართულებით.
„ახალი ნაციონალური ავიახაზები კეთდება, რომელიც იფრენს შემდეგი მიმართულებით: ლონდონი, ბრიუსელი, პარიზი, აბუ დაბი, ფრანკფურტი, ერ-რიადი, ჩინეთი, ცენტრალური აზია, სკანდინავია და სავარაუდოდ, სხვა მიმართულებითაც. დამატებით გვეცოდინება წლის ბოლოსთვის. ფრენები 2025 წლის აპრილ/მაისში დაიწყება“, - განგვიცხადა თენგიზ ტყეშელაშვილმა.
ცნობისთვის, შპს ავიახაზები ივერია საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 2022 წლის 21 ნოემბერს. კომპანიის შესახებ ინფორმაცია ბოლოს 2023 წლის 21 ივნისს განახლდა. ბოლო მონაცემების მიხედვით, კომპანიის 2 დირექტორი ჰყავს - თენგიზ ტყეშელაშვილი და ირაკლი გიორგობიანი. ტყეშელაშვილი კომპანიის წილის 38.5%-ს განკარგავს, გიორგობიანი - 31.5%-ს, ხოლო დარჩენილი 30% წილის მფლობელი გიორგი ბერიშვილია.