რისი მშენებლობა იგეგმება თბილისში, ჰეიდარ ალიევის სანაპიროზე

თბილისში, ჰეიდარ ალიევის სანაპიროზე, რესტორან არაგვის ტერიტორიაზე 5 ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება.

პროექტის განხორციელებაზე მერიას ჯერ თანხმობა არ გაუცია, თუმცა შესაბამის სამსახურებში განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება იანვრის ბოლოს არის წარდგენილი.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საპროექტო ტერიტორიის არეალი 58 859 კვ.მეტრს შეადგენს.

„საპროექტო ტერიტორიას აღმოსავლეთით მიუყვება ჰეიდარ ალიევის სანაპირო, დასავლეთით მდებარეობს ცირკის შენობა, ჩრდილოეთით - „ქინგ დევიდის“ რეზიდენციები, ხოლო სამხრეთით - გმირთა მოედანი და ლაგუნა ვერე.

საპროექტოდ დაგეგმილია ტერიტორიის სრულად საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 2-ად განვითარება, საცხოვრებელი და კომერციული ობიექტების განთავსების მიზნით. დაგეგმილია 5 მაღლივი შენობის აშენება, მაქსიმალური სიმაღლე იქნება 210მ. ხუთივე შენობისთვის მოეწყობა ერთიანი პედესტალი, რომელიც განვითარდება კომერციული ფუნქციით. საპროექტოდ, კანონმდებლობით მოთხოვნილი ყველა ავტოსადგომი განთავსდება მიწისქვეშ,“- აღნიშნულია დოკუმენტში.

პროექტის დამკვეთია შპს „სითი ცენტრი 2“, რომლის 100%-იანი წილიც პანამაში რეგისტრირებულ "თრასდენ თრეიდინგ ეს.ეი.“ ეკუთვნის.

423036695-1137802177226379-3371066360009373743-n-1707466467.jpg

426514919-399893752621622-4304088494089918052-n-1707466485.jpg

თაია არდოტელი