2023 წელს თბილისში 40 ათასამდე ბინა გაიყიდა. ინფორმაციას „გალთ & თაგარტი“ აქვეყნებს.
კვლევის მიხედვით, ყველაზე დიდი ოდენობით ბინა საბურთალოს რაიონში გაიყიდა, ყველაზე ნაკლები კი - მთაწმინდაზე.
უფრო კონკრეტულად კი, გაყიდული ბინების რაოდენობა თბილისის უბნების მიხედვით ასე გამოიყურება:
- მთაწმინა - 779 ბინა
- ჩუღურეთი - 1026 ბინა
- ვაშლიჯვარი - 1057 ბინა
- კრწანისი - 1377 ბინა
- ვაკე - 1490 ბინა
- ისანი - 3121 ბინა
- დიდუბე - 3212 ბინა
- ნაძალადევი - 3700 ბინა
- გლდანი - 4684 ბინა
- სამგორი - 5797 ბინა
- დიდი დიღომი - 6755 ბინა
- საბურთალო - 6957 ბინა