ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
11 ქართული და საერთაშორისო კომპანია, სადაც მოსახლეობის საპენსიო დანაზოგებია დაბანდებული

2024 წლის იანვარში გლობალური აქციების ბაზრების დინამიკა რეგიონებს შორის განსხვავებული იყო. გასული თვე განსაკუთრებით კარგი აღმოჩნდა აშშ-ს აქციების ბაზრისთვის, რომელიც 1.6%-ით გაიზარდა. თუმცა, სხვა რეგიონების ბაზრებზე ფასების კლება დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

„31 იანვრის მდგომარეობით გლობალური აქციების წილი ჯამურ საპენსიო აქტივებში 18.8% იყო. საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელის 45.8% ჩრდილოეთ ამერიკაშია ინვესტირებული, 18.5% განვითარებული აზიის რეგიონში, ხოლო 17.6% ევროპაში.

31 იანვრის მდგომარეობით საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 4.5 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 896.5 მლნ ლარს მიაღწია. 2024 წლის იანვარში საქართველოში ნულოვანი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა, ხოლო თვიურმა ინფლაციამ 0.3% შეადგინა, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა 31 იანვრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით, 9.0%-მდე შეამცირა. დაბალი ინფლაცია და კლებადი საპროცენტო განაკვეთები დადებით გავლენას ახდენს საპენსიო სააგენტოს ფიქსირებული შემოსავლიანობის მქონე აქტივების რეალურ ამონაგებზე. ჯამურმა რეალურმა ამონაგებმა დასაწყისიდან დღემდე 14.8% შეადგინა,“- ნათქვამია საპენსიო სააგენტოს ინფორმაციაში.

სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას იმ 11-11 ძირითადი ქართული და საერთაშორისო კომპანიის შესახებ, სადაც მოსახლეობის საპენსიო დანაზოგებია განთავსებული. ამ კომპანიებს შორისაა: Google, Microsoft, Apple, Amazon, Tesla, „ნიკორა“, „სელფი“, „თიბისი ბანკი“, „საქართველოს ბანკი“, „ლიბერთი“ და ა.შ.

428036345-704600991854141-7713923951405243562-n-1707899280.jpg

თაია არდოტელი