ვის რამდენი ოქრო აქვს - G20-ის ქვეყნებმა მარაგი გაზარდეს

G20-ის ქვეყნებმა გასულ წელს ოქროს მარაგი მთლიანობაში 213 ტონით გაზარდეს. ამის შესახებ ამ ქვეყნების ცენტრალური ბანკების მონაცემებში წერია.

კერძოდ, 2023 წელს ყველაზე მეტი, 224 ტონა ოქრო ჩინეთმა შეიძინა, რომლის მარაგიც 2236 ტონამდე გაიზარდა. შემდეგი ავსტრალიაა: ქვეყანამ მარაგი ერთბაშად მესამედით, ანუ 21 ტონით გაზარდა, რამაც 77,5 ტონამდე შეადგინა.

შესყიდვებით მესამე ადგილს ინდოეთი იკავებს: მისი ოქროს მარაგი 17 ტონით, 804-ტონამდე გაიზარდა. 16 ტონა ოქრო შეიძინა რუსეთმა, რომლის მარაგიც 2,351 ტონამდე გაიზარდა. მექსიკამ, დაახლოებით, ტონა ოქრო შეიძინა და ამჟამად ქვეყანას 121 ტონა ოქრო აქვს. საფრანგეთმა მარაგი 0,3 ტონით, 2,437 ტონამდე შეავსო.

რეზერვები მხოლოდ ორმა მსხვილმა ეკონომიკამ შეამცირა. ეს არის თურქეთი, რომლის მარაგიც ერთბაშად 60 ტონით შემცირდა და გერმანია, რომელსაც 2,5 ტონით ნაკლები ოქრო აქვს. შედეგად თურქეთს მარაგში 726,5 ტონა, ხოლო გერმანიას 3356 ტონა ოქრო დარჩა.

ოქროს მარაგის სიდიდით გრძელვადიან ლიდერად აშშ რჩება, რომელმაც გასული წლის შედეგებით 8133 ტონა შეინარჩუნა. უცვლელი დარჩა იტალიის (2452 ტონა), იაპონიისა (846 ტონა) და დიდი ბრიტანეთის (310 ტონა) მარაგი.

განვითარებადი ბაზრის ქვეყნებს შორის, რომლებმაც რეზერვები უცვლელად შეინარჩუნეს, ყველაზე მეტი ოქრო საუდის არაბეთსა (323 ტონა) და სამხრეთ კორეას (104,5 ტონა) აქვთ. ბრაზილია 130 ტონას, ინდონეზია 79 ტონას, ხოლო არგენტინა 62 ტონა ოქროს მფლობელია.

ამდენად, ოქროს მარაგის მიხედვით წამყვანი ქვეყნებია:

  • აშშ - 8133 ტონა
  • გერმანია - 3356 ტონა
  • იტალია - 2452 ტონა
  • საფრანგეთი - 2437 ტონა
  • რუსეთი - 2351 ტონა
  • ჩინეთი - 2237

G20-ის ქვეყნებიდან ოქროს მარაგი მხოლოდ ერთ სახელმწიფოს, კანადას არ აქვს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ