UFC-ის ქართველი მებრძოლებისთვის და მთელი საქართველოსთვის 18 თებერვალი უმნიშვნელოვანესი დღე იყო. ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა და ოქროს ქამარს დაეუფლა. მან ლეგენდარული სპორტსმენი, ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა.
წარმატებას მიაღწია კიდევ ერთმა ქართველმა - მერაბ დვალიშვილმა, რომელმაც ჰენრი სეხუდოს სძლია და სატიტულო ბრძოლისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა.
ამერიკული შერეული საბრძოლო ხელოვნების გამოცემა mmafighting.com-ის მიხედვით, თოფურიამ ვოლკანოვსკის დამარცხებისთვის 350 000 დოლარი მიიღო. მერაბ დვალიშვილმა კი ჰენრი სეხუდოს დამარცხებისთვის 210 000 დოლარი მიიღო.