2024 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტი 26.2%-ით შემცირდა და 338.6 მილიონი აშშ დოლარს მიაღწია.
ამავე პერიოდში, ექსპორტში დსთ-ს ქვეყნების წილი 66.1%-ს შეადგენდა, ევროკავშირის - 10.8%-ს, ხოლო დანარჩენი ქვეყნების 23.1%-ს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.8% შეადგინა.
უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნების სამეულში არიან ყირგიზეთი (46.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (41.6 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (40.9 მლნ. აშშ დოლარი).