ზამთრის ბოლოს აფხაზეთში საკმაოდ სასიამოვნო ამინდია, რა თქმა უნდა, მოსკოვთან შედარებით - ასე იწყებს რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია სტატიას აფხაზური ზამთრის შესახებ.
გამოცემის ინფორმაციით, იმისათვის, რომ ამ სილამაზეში მოხვდეთ, საჭიროა მოსკოვიდან მატარებლით დღენახევარი მგზავრობა ან თვითმფრინავით სოჭამდე და შემდეგ სახმელეთო საზღარზე მოხვედრა.
გთავაზობთ ფოტოებს ზამთრის აფხაზეთიდან:
საზღვაო ნავსადგურის შენობა სოხუმში
ახალი ათონი მონასტრით, რომელიც მომავალ წელს 150 წლის იუბილეს აღნიშნავს
ზოგჯერ საღამოს ახალი ათონი კალიფორნიასაც კი ემსგავსება
შავი გედი ტბაზე ახალ ათონში
ახალი ათონის პარკი
სტალინის აგარაკი ახალ ათონში
ხედი სტალინის აგარაკიდან
მიწისქვეშა ხიდი ახალი ათონის გამოქვაბულში
ცარიელი სანაპირო გაგრაში, თებერვალი, აფხაზეთი
და რა თქმა უნდა რიწის ტბა, რომელიც ზამთარში ისეთივე მიმზიდველია, როგორც ზაფხულში
აფხაზური კივი პატარა და მჟავეა, მაგრამ დიასახლისები მისგან შესანიშნავ მურაბას ამზადებენ.