ქართული თხილის საექსპორტო ფასი გაიზარდა - რამდენად ვყიდით ადგილობრივ თხილს

2024 წლის იანვარში ნაჭუჭგაცლილი თხილის ადგილობრივი ექსპორტი შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში 5,516 მლნ დოლარის ღირებულების 820 ტონა ქართული თხილი გავიტანეთ ექსპორტზე. 2023 წლის იანვარში კი ადგილობრივ ექსპორტზე გავიდა 6,827 მლნ დოლარის 1,370 ტონა ნაჭუჭგაცლილი თხილი.

მიუხედავად იმისა, რომ საანგარიშო პერიოდში ქართული ნაჭუჭგაცლილი თხილის ექსპორტი რაოდენობრივად შემცირდა, 1 კგ თხილის საექსპორტო ფასი 2024 წლის იანვარში უფრო მეტი იყო, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. კერძოდ, თუ 2023 წლის იანვარში თხილის საექსპორტო ფასი დაახლოებით 5 დოლარი იყო, 2024 წლის იანვარში ფასმა საშუალოდ 6.7 დოლარი შეადგინა. აღნიშნული მონაცემების აჩვენებს, რომ ნაჭუჭგაცლილი თხილის ადგილობრივი საექსპორტო ფასი მიმდინარე წლის იანვარში 34%-ით გაიზარდა.

2024 წლის იანვარში 5 ძირითადი ექსპორტიორი ქვეყანა იყო:

  • გერმანია - 964 700 ათასი აშშ დოლარი
  • ესპანეთი - 842 440 ათასი აშშ დოლარი
  • საფრანგეთი - 681 800 ათასი აშშ დოლარი
  • სლოვაკეთი - 302 230 ათასი აშშ დოლარი
  • რუსეთი - 246 530 ათასი აშშ დოლარი

რაც შეეხება იმპორტს, 2024 წლის იანვარში იმპორტირებულია 22 ტონა ნაჭუჭგაცლილი თხილი, ჯამში 74,8 ათასი დოლარის ღირებულების. გასული წლის იანვარში კი გაცილებით მეტი - 189,2 ათასი დოლარის 40 ტონა თხილი ვიყიდეთ.

საანგარიშო პერიოდში შემცირდა როგორც იმპორტის საერთო რაოდენობა, ასევე ნაჭუჭგაცლილი თხილის საიმპორტო ფასიც. 2024 წლის იანვარში 1 კგ თხილის საიმპორტო ფასი თუ 3.4 დოლარს შეადგენდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ფასი საშუალოდ 4.7 დოლარი იყო. მონაცემების მიხედვით, 2024 წლის იანვარში ნაჭუჭგაცლილი თხილის საიმპორტო ფასმა დაახლოებით 28%-ით დაიკლო. რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყანას, მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში თხილი სრულად აზერბაიჯანიდან შემოვიდა.

მერი ტაბატაძე