თბილისში პარკირებაზე ერთ თვეში 1,4 მლნ ლარის ჯარიმა დაიწერა.
კერძოდ, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 1,416 მლნ ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში - 1,004 მლნ ლარი.
ამასთან, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში 17,982 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის იანვარში - 17,108 მლნ ლარი.
ცნობისთვის, 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა.