„ადამიანები უსასრულოდ იხდიან ჯარიმებს და მათთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევა არ ხდება“, - ამის შესახებ ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოების“ დირექტორმა ირაკლი იზორიამ რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.
როგორც იზორიამ განმარტა, საგზაო შემთხვევების 24% სიჩქარის გადაჭარბების გამო ხდება, ხოლო საქართველოში სიჩქარის გადაჭარბების პრევენცია ამ დრომდე ვერ ხდება.
„ის რეგულაციები, რომლებიც მიღებული იქნება, აუცილებლად სჭირდება ამას მონიტორინგი, არის თუ არა ხარვეზი მიღებულ რეგულაციებში, როგორ შეიძლება ამის გამოსწორება. ჩვენ ყველამ დავუჭრეთ მხარი ქულათა სისტემას, იმიტომ რომ ვიცოდით, ეს იყო მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნისთვის, თუმცა მივიღეთ ის, რომ 2023 წელს მხოლოდ 243 მძღოლს ჩამოერთვა მართვის მოწმობა ქულათა სისტემით. ვიანგარიშე და 24% სიკვდილიანობის მოდის სიჩქარის გადაჭარბებაზე, სიჩქარის გადაჭარბების პრევენცია ვერ ხდება. ადამიანები უსასრულოდ იხდიან ჯარიმებს და არ ხდება მათთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევა“, - განაცხადა ირაკლი იზორიამ.