ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წლის IV კვარტალში საქართველოს ჩინეთიდან 15 290 ვიზიტორი ეწვია, რაც 626%-ით მეტია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2022 წლის IV კვარტალში ქვეყანაში ჩინეთის 2 106 მოქალაქე შემოვიდა.
ამავე მონაცემების მიხედვით, გასული წლის IV კვარტალში, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების მაჩვენებელმა ჯამში, 1 343 303 შეადგინა, შესაბამისად, აქედან 1,1% ჩინეთის მოქალაქეებზე მოდიოდა.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი საქართველომ გასული წლის სექტემბერში აამოქმედა. დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით, ამ გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ჩინეთში უვიზოდ დაჰყონ 30 დღე ზედიზედ.