ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
ბიტკოინი 57 000-დოლარიან ნიშნულს ასცდა - რატომ გაიზარდა კრიპტოვალუტის ფასი

ბიტკოინის ფასმა ორწლიან მაქსიმუმს მიაღწია და მისმა ღირებულებამ 57 000 დოლარს გადააჭარბა. ბიტკოინს არ ჩამორჩა ეთერიუმიც, რომლის ფასმაც, 2022 წლის შემდეგ პირველად გადააჭარბა 3 200 დოლარს.

აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის ფასი ორი სესიის მანძილზე, 10%-ზე მეტით გაიზარდა, რის შემდეგაც, ორშაბათს, კრიპტო-ინვესტორებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ფირმამ, MicroStrategy-მ გადაწყვიტა 3 000 ბიტკოინი შეეძინა, რაც დაახლოებით 155 მილიონ დოლარს უდრის.

ამის გარდა, ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტის ფასის ამგვარი ზრდა განპირობებულია იმითაც, რომ ბიტკოინი აშშ-ის ETF-ზე რამდენიმე კვირის წინ დამტკიცდა. თავდაპირველად, დადებითი მოლოდინების მიუხედავად ფასი არა თუ წინ, არამედ უკან მოდიოდა, მაგრამ საბოლოო შედეგი სახეზეა - ინვესტორებმა უკვე აქტიურად დაიწყეს ბიტკოინის შესყიდვა.

„აშშ-ის ETF-ების მიერ გაჩაღებული მოთხოვნა დაუნდობელი ჩანს“, - აცხადებს ჯასტინ დ’ანეტანი, რომელის ციფრული აქტივების ბაზრის მწარმოებელი და აზიის პარტნიორობის ხელმძღვანელი Keyrock-ში.

ბაჩანა ტყემალაძე