Numbeo 2024 წლის იმ ქალაქების სიას აქვეყნებს, სადაც ცხოვრების ღირებულების ინდექსი (Cost of Living Index) ყველაზე მაღალია. რეიტინგში ამჯერად მოხვდა 370 ქალაქი. ყველაზე ძვირი ქალაქების სიაში საქართველოდან თბილისი და ბათუმი მოხვდა.
კერძოდ, ყველაზე ძვირი ქალაქების რეიტინგში თბილისი 255-ე ადგილზეა. როგორც კვლევაში ვკითხულობთ, საქართველოში 4-სულიანი ოჯახის თვიური ხარჯი ქირის გარეშე 6 027 ლარია, ხოლო ერთი ადამიანის თვიური ცხოვრება ქირის გარეშე 1 668 ლარი ღირს. რაც შეეხება ქირას, თბილისის ცენტრში ერთ საძინებლიანი ბინის ქირა საშუალოდ 2 118 ლარი ღირს, ხოლო გარეუბანში 1 420 ლარი. ამასთანავე, 3-საძინებლიანი ბინის დედაქალაქის ცენტრში 3 863 ლარი, ხოლო გარეუბანში 2 359 ლარი ღირს. კვლევის მიხედვით, 1 კვ.მ ბინის ფასი დედაქალაქის ცენტრში 5 234 ლარი, ხოლო ქალაქგარეთ 2 838 ლარია.
როგორც კვლევის ავტორები წერენ, თბილისში ცხოვრება ქირის გარეშე ნიუ-იორკთან შედარებით 61.2%-ით იაფია. რაც შეეხება ქირას, თბილისში ბინის ქირა ნიუ-იორკთან შედარებით 80.8%-ით იაფია.
რაც შეეხება ბათუმს, ის რეიტინგში 286-ე ადგილს იკავებს. ბათუმში 4-სულიანი ოჯახის თვიური ხარჯი ქირის გარეშე საშუალოდ 5 435 ლარია, ხოლო ერთ სულიანი ოჯახის ხარჯი ქირის გარეშე 1 523 ლარი. კვლევის თანახმად, ბათუმში ცხოვრება ქირის გარეშე თბილისთან შედარებით 11.4%-ით იაფია, ხოლო ქირა 30.6%-ით იაფი.
რაც შეეხება ქირის ფასს, ბათუმის ცენტრში 1-საძინებლიანი ბინის ქირა 1 433 ლარი, ხოლო გარეუბანში 1 041 ლარი ღირს. 3-საძინებლიანი ბინა ცენტრში 2 400 ლარი, ხოლო გარეუბანში 1 895 ლარია. ამასთანავე, 1 კვ.მ ბინის ფასი ბათუმის ცენტრში 3 285 ლარია, ხოლო გარეუბანში 2 118 ლარი.
Numbeo-ს კვლევის თანახმად, მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქები ასე გამოიყურება:
კვლევაში მოხვედრილი 370 ქალაქიდან, ყველაზე იაფი ცხოვრება შემდეგ 10 ქალაქშია: