2023 წელს საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 2 283.3 ათასი მგზავრი, რაც 42.3%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო ავრცელბს.
მათივე ცნობით, ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 687.3 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 42.3%-ით მეტია 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. 2023 წელს ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 2 242.6 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 98.2%-ს შეადგენს და 44.1 %-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.
ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 40.7 ათასი მგზავრი, რაც 15.8%-ით ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე. ხოლო, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 67.5 % შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 32.5% (2023 წლის განმავლობაში სხვა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა).