როკის ლეგენდის, ყველასთვის საკულტო მომღერლის, ფრედი მერკურის ლონდონში მდებარე რეზიდენცია ვილა 38 მილიონ დოლარად იყიდება.
უძრავი ქონება მერკურიმ 1980 წელს შეიძინა. მომდევნო წლებში კი დიზაინერ რობინ მურ ედთან ერთად სახლის ინტერიერი საკუთარი გემოვნებით მოაწყო.
ქონება, რომელიც 1991 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, მერკურიმ თავის ახლო მეგობარსა და მეურვეს, მერი ოსტინს უანდერძა, გასაყიდად პირველად გამოდის. მერი ოსტინი, რომელიც ახლა 72 წლისაა, რეზიდენციაზე 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ზრუნავდა. მან მერკურის დაახლოებით 1400 ნივთი შარშან აუქციონზე გაიტანა, ახლა კი Garden Lodge-ის გაყიდვასაც აპირებს.
რეზიდენცია დასავლეთ ლონდონში, კენსინგტონში მდებარეობს. იქ Queen-ის სოლისტი 11 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.
სწორედ ამ სახლში დაწერა ლეგენდამ მისი საკულტო სიმღერა "ბოჰემური რაფსოდია".
მუსიკოსმა სასადილო ოთახი მისი საყვარელი ფერით, "ციტრუსისფერი ყვითელით“ შეღება. თავად მომღერლის დაპროექტებულია ჭერიც. როგორც მედია წერს, ოთახის ნათელი ფერების პალიტრა შეიძლება შთაგონებული ყოფილიყო ბავშვობაში ფრედის ზანზიბარსა და ინდოეთში ცხოვრებით.
სასადილო შეღებილია ყვითლად, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, მერკურის საყვარელი ფერი იყო.
წყარო: people.com