სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის მე-3 კვარტლის მდგომარეობით ქვეყანაში სულ 1 647 629 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან ვგებულობთ, მათგან ყველაზე მეტი - 619 006 ერთეული დედაქალაქზე მოდის. რეგიონების მაჩვენებელი კი ასეთია:
- იმერეთი - 213 959 ერთეული
- ქვემო ქართლი - 165 152 ერთეული
- კახეთი - 148 851 ერთეული
- აჭარა - 134 644 ერთეული
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 107 389 ერთეული
- შიდა ქართლი - 97 813 ერთეული
- სამცხე-ჯავახეთი - 66 098 ერთეული
- მცხეთა-მთიანეთი - 44 268 ერთეული
- გურია - 39 440 ერთეული
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11 011 ერთეული