წითელ ზღვაში არსებული სამი კაბელი, რომელიც გლობალურ ტელეკომუნიკაციასა და ინტერნეტს უზრუნველყოფს, გაწყდა. დიდი ალბათობით, ინციდენტი ჰუსიტების თავდასხმასთან არის კავშირში, თუმცა ისინი ამ ამბავთან რაიმე კავშირს უარყოფენ.
HGC Global Communications-ის განცხადებით, შეზღუდვა შეეხებათ აზია-აფრიკა-ევროპა 1-ს, ევროპა-ინდოეთის კარიბჭეს, Seacom-სა და TGN-Gulf-ს. ჯამში კი ტრაფიკის 25%-ს, რომელიც წითელ ზღვაზე გადიოდა.
დიდი ალბათობით, კაბელები 24 თებერვლიდან არის გაწყვეტილი, როდესაც ორგანიზაცია NetBlocks-მა შეამჩნია, რომ წვდომა ინტერნეტთან აფრიკულ ქვეყანა ჯიბუტს შეფერხებით აქვს. სწორედ Seacom-ი ემსახურება აღნიშნულ ქვეყანას.
შეგახსენებთ, რომ ჰუსიტები წითელ ზღვაში თავდასხმებს განაგრძობენ. მათი თქმით, ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ისრაელი ღაზაში ცეცხლს არ შეწყვეტს.