ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
ქვეყნები, რომლებსაც 2038 წლისთვის ყველაზე დიდი ეკონომიკა ექნება - CEBR-ის პროგნოზი

მსოფლიო ეკონომიკური ლიგის ცხრილის (World Economic League Table-WELT) 2024 წლის გამოცემა 2038 წლისთვის გლობალური ეკონომიკების დიდ რყევას მოელის. რიგი განვითარებადი ბაზრები რეიტინგში პოზიციების გამყარებისკენ არიან მიდრეკილნი, ხოლო რამდენიმე უფრო მაღალი შემოსავლის მქონე ეკონომიკა უკან დაიხევს.

წლიური ანგარიში შედგენილია, როგორც „სხვადასხვა ქვეყნის შედარებითი ეკონომიკური წარმატების საზომი“, გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკისა და ბიზნესის კვლევის ცენტრის (Cebr) მიერ ბოლო 15 წლის განმავლობაში.

წარმოგიდგენთ 10 ქვეყანას, რომლებიც, პროგნოზის მიხედვით, 2038 წლისთვის მსოფლიოს ეკონომიკას განკარგავენ:

ჩინეთი - მშპ 2038 წელს: 48,811 ტრილიონი დოლარი

ჩინეთის პოსტ-პანდემიის გამოჯანმრთელება არასტაბილური იყო და 2023 წელს მისი ზრდა პროგნოზირებული იყო 5.1%-ით, რაც გაცილებით დაბალია იმ მაჩვენებელზე, რომელსაც ქვეყანა 2000-იან წლებში ხედავდა. მოსალოდნელია, რომ ქვეყანა 2038 წლისთვის WELT-ის რეიტინგში პირველ ადგილს დაიკავებს.

აშშ - მშპ 2038 წელს: 47,827 ტრილიონი დოლარი

მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანამ შესაძლოა, მეორე ადგილი დაიკავოს. ორგანიზაცია პროგნოზირებს, რომ აშშ დაიბრუნებს პირველ პოზიციას 2050-იან წლებში.

ინდოეთი - მშპ 2038 წელს: 12,881 ტრილიონი დოლარი

ინდოეთის ეკონომიკას აქვს მრავალი ფაქტორი მის სასარგებლოდ, მათ შორის ახალგაზრდა და კარგად განათლებული მოსახლეობა, აყვავებული სამეწარმეო სექტორი და მზარდი წარმოების პროდუქცია.

მისი ეკონომიკის ზრდა 2023/24 წლებისთვის მოსალოდნელია 6.4%-ით.

უფრო მეტიც, Cebr მოელის, რომ ინდოეთი გახდება მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკა 2080-იან წლებში.

იაპონია - მშპ 2038 წელს: ტრილიონი დოლარი

1990-იანი წლებიდან მოყოლებული სტაგნაციური ზრდის წინაშე დგას, იაპონია. Cebr-ის პროგნოზით, 2040 წლისთვის შესაძლოა იაპონიას 11 მილიონი მუშაკის დეფიციტი შეექმნას, ნათქვამია ანალიტიკური ცენტრის Recruit Works Institute-ის კვლევაში.

გერმანია - მშპ 2038 წელს: 7.434 ტრილიონი დოლარი

მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს გერმანიის ეკონომიკა შემცირდა 0,4%-ით, ზრდა სავარაუდოდ, წელს 0,7% იქნება. პროგნოზირებულია, რომ ეს მაჩვენებელი 2025 წელს 1,6%-მდე გაიზრდება, 2038 წლამდე კი წელიწადში საშუალოდ 1,3%-მდე ჩამოვა.

დიდი ბრიტანეთი - მშპ 2038 წელს: 5.771 ტრილიონი დოლარი

დიდი ბრიტანეთი ასევე, სავარაუდოდ, იქნება არამოძრავი ქვეყანა, რომელიც ინარჩუნებს თავის პოზიციას, როგორც მსოფლიოში სიდიდით მეექვსე ეკონომიკის მქონე ქვეყანა.

საფრანგეთი - მშპ 2023 წელს: 4.813 ტრილიონი დოლარი

საფრანგეთის ეკონომიკა იყო მეხუთე უმსხვილესი მსოფლიოში 2013 წელს, მაგრამ მას შემდეგ მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა.

მოსალოდნელია, რომ ის იქ დარჩება 2038 წლამდე.

ბრაზილია - მშო 2038 წელს: 4.131 ტრილიონი დოლარი

ბრაზილიის ეკონომიკა გამძლეა, ექსპორტი კი მზარდი. აღსანიშნავია, რომ ბრაზილია 2012 წელს მსოფლიოში სიდიდით მეექვსე ეკონომიკით დაიკვეხნიდა, სანამ 2010-იანი წლების ეკონომიკურმა კრიზისმა მას რეიტინგი არ დაუგდო.

სამხრეთ კორეა - მშპ 2038 წელს: 3.682 ტრილიონი დოლარი

სამხრეთ კორეის ეკონომიკას რთული მომავლის წინაშე დგას, ქვეყანაში შობადობის კლება და მოსახლეობის დაბერება ემუქრება ზრდის შეფერხებას. Cebr ჯერ კიდევ ხედავს ქვეყნის უზარმაზარ პოტენციალს, რომ აანაზღაუროს ეს მისი პროდუქტიულობის მაჩვენებლის გაზრდით, რაც ამჟამად ნაკლებად შთამბეჭდავია.

Cebr 2038 წლამდე წლიურ ზრდას დაახლოებით 2%-ით პროგნოზირებს. McKinsey-ის მიხედვით, სამხრეთ კორეა შეიძლება გახდეს მსოფლიოში სიდიდით მეშვიდე ეკონომიკა 2040 წლისთვის.

კანადა - მშპ 2038 წელს: 3.679 ტრილიონი დოლარი

Cebr მოელის, რომ კანადის ზრდა საშუალოდ 1.7% იქნება 2029 წლამდე. 2038 წლამდე კი ყოველწლიურად 1.9%-მდე გაიზრდება.

მოსალოდნელია, რომ ქვეყანა შეინარჩუნებს მე-10 პოზიციას WELT-ის რეიტინგში.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი