რისი მშენებლობა იგეგმება გორგასლის ქუჩაზე (+ფოტო)

თბილისში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტზე დედაქალაქის მერიის შესაბამისმა სამსახურმა თანხმობა გასული თვის ბოლოს გასცა.

gorgasali-1-1710582246.jpg

როგორც პროექტიდან ირკვევა, საპროექტო ტერიტორიაზე იგეგმება მრავალფუნქციური კომპლექსის, რეკრეაციული სივრცის, დამხმარე ნაგებობების მშენებლობა და მისი უზრუნველყოფა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით.

ტერიტორიაზე მოეწყობა, როგორც საცხოვრებელი, ისე საოფისე/კომერციული ფართობი, სასტუმრო, ასევე ავტოსადგომი, რომლისთვისაც სავარაუდოდ განკუთვნილი იქნება შენობის ერთი მიწისზედა და ერთი ან ორი მიწისქვეშა სართული.

gorgasali-3-1710582304.jpg

როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა, პროექტის დამკვეთი შპს „კოლოსი კრწანისია“, რომლის 90%-იან წილს ირაკლი ინგოროყვა, ხოლო 10%-ს გიორგი შენგელია ფლობენ.

gorgasali-2-1710582275.jpg

gorgasali-4-1710582330.jpg

თაია არდოტელი