საქართველოში სამედიცინო და გამაჯანსაღებელი მიზნით შემოსული ტურისტების რაოდენობა რეკორდულად შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, მცირედით გაიზარდა, პანდემიამდელ მაჩვენებელს, თითქმის 5-ჯერ ჩამორჩება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანაში აღნიშნული მიზნით უცხოელების მხრიდან 28,8 ათასი ვიზიტი განხორციელდა, 2022 წელს 21,6 ათასი, ეს მაშინ, როდესაც 2019 წელს 135,6 ათასს შეადგენდა (შენიშვნა:პანდემიის დროს, 2020-ის მეორე კვარტიდან 2021 წლის ჩათვლით, სტატისტიკა არ იწარმოებოდა).
რაც შეეხება წინა წლების მაჩვენებლებს, 2018 წელს სამედიცინო და გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის 196,8 ათასი უცხოელი ჩამოვიდა, 1017 წელს - 175,2 ათასი, 2016 წელს - 205,2 ათასი, 2015 წელს - 224,4 ათასი და ა.შ. აღნიშნული მაჩვენებლებიდან ჩანს, რომ გასული 2 წელში შემცირება რეკორდულია.
ცნობისთვის, 2023 წელს საქართველოში უცხოელების მხრიდან სულ 6,2 მლნ ვიზიტი განხორციელდა, აქედან 0,5% მოდიოდა სამედიცინო და გამაჯანსაღებელი მიზნით შემოსულ უცხოელებზე.